საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკის მეცნიერების  საბაკალავრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტის ნოდარ შანთაძე  2023წლის  20 დეკემბრის   24529/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
 

1.შეიქმნას სტუდენტ ნოდარ შანთაძის შუალედური გამოცდის  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი“   შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი -  პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი;
  • ლუიზა აბაზაძე  - მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი;

2.  კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.